Tuesday, March 29, 2011

იაპონური ფერწერა

მხატვრობა
იაპონური ფერწერა ისეთივე უნიკალურია , როგორც მთელი კულტურა.  დასავლური შეხედულების ადამიანს იაპონური ტრადიციული ფერწერა  შეიძლება ეგონოს უბრალო ნახატი , , მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის , თვით ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ მას შედევრად !
აღიარებულია, რომ იაონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე , კერძოდ ჩინურ , კორეულ  და სუფთა იაპონურ სტილზე.  მე-14 საუკუნეში ედოს ეპოქაში  იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები – ტოსა და რიმპა , სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს  როგორიცაა – ემაკიმონო , მარუიამა , ნამბანი , უკიოე , იტოო და ა.შ.
უკიოე (ukiyoe art)- მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად . მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა : ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება . ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) . უკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები : ლამაზი ქალები , ცნობილი გეიშები და კურტიზანები , კაბუკის თეატრის მსახიობები და სხვა. მხატვრობის სტილი განსაკუთრებულია ,წყლის საღებავით შესრულება  და დახვეწილი ფერები . უკიოეს სტილში დახატული სურათები პირველად გამოჩნდნენ კიოტოს სავაჭრო დახლებზე , თავდაპირველად ეს იყო  არა გრავიურა არამედ ფერწერით შესრულებული ანონიმური და მონოქრომიული (ერთ გამოსახულებიანი) ნამუშევრები. მარტივი კომპოზიციით და ხელმისაწვდომი . ამიტომ იპყრობდა მყიდველის ყურადღბას. ამ სურათებს ეწოდებოდა სიკომე ანუ  ”სწრაფად დამზადებული’’ . სუართების მთავარი თემა გახლდათ ე.წ აბანოს გოგონების , კურტიზანების , გეიშების გამოსახულებები.
ამ სტილში რევულუციური გარდაქმნა გამოიწვია მხატვარ – სუძუკი ჰარუნობუ / Suzuki Harunobu (1725 -1770) -ს ნამუშევრებმა , რომელმაც 1764 წელს პირველად გამოიყენა ამ სტილში ფერადი ბეჭდვა. (ნისიკიე) 1770 წელს ახალი აღმავლობა განიცადა სტილმა  იაკუსა ანუ ახლა უკვე შეიძლებოდა ამოგეცნო ტანსაცმლის და რეგალიების მეშვეობით გამოსახული პიროვნება.
უკიოე -ს ოქროს ხანად ითვლება მე-18 -19 საუკუნის წლები როდესაც იქმნებოდა ისეთი  გიგანტი მხატვრების ნამუშევრები , როგორებიც იყვნენ : ტორი კიონაგა / Torii Kiyonaga (1752-1815)  , კიტაგავა უტამარო / kitagawa utamaro (1753-1806) , ტოსუსაი სარაკუ / Toshusai Sharaku (1770 -1825) , ტიობუნსაი  ეიში (1756-1815) , კუბო სიუნმანი / Kubo Shunman (1757-1820) , კაცუკავა სუიტე  , კაცუშიკა ჰოკუსაი / Katsushika Hokusai (1760-1849) და ა.შ.  შემდგომში პეიზაჟი ხდება ამ სტილის გამოსახულების საყვარელი თემა. ამ სტილში განუმეორებელი იყო და დღემდე რჩება კაცუშიკა ჰოკუსაი , რომელმაც შემდგომში მსოფლიოს აჩუქა მანგას სურათები.  განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი კრებული ”ფუჯისანი -ს 36 სახე” და ყველაზე ცნობილი იაპონური ნახატი ”კანაგავას დიდი ტალღები /The Great Wave Off Kanagawa ”.  როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ეს ჟანრი იაპონიაში დაბალი დონის ჟანრად ითვლებოდა , რის გამოც ამ ციკლის უამრავი ნამუშევრები უბრალოდ დაკარგულია . საინტერეო ფაქტია , რომ იაპონელები ამ ჟანრით დაინტერესდნენ მას შემდეგ რაც უცხოელებმა დაიწყეს ნამუშევრების ყიდვა და მისი შეგროვება.
დღესდღეობით თამნამედროვე იაპონიური ფერწერა იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: ტრადიციული – ნიჰონგა და დასავლური- იოგა. ნიჰონგააას მხატვრები ძირითადად წყლის საღებავებით და ტუშით ხატავენ აბრეშუმსა და ქაღალდზე, იოგასი კი ზეთის საღებავებით – ტილოზე. არის , აგრეთევ შორეული მიმდინარეობები , რომელშიც შერწყმულია ეროვნული და ნასესხები ფერწერული თავისებურებები.

No comments:

Post a Comment