Friday, April 1, 2011

ჩაცმის ხელოვნება- კიმონო

კიმონო
კიმონო
ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციული ეროვნული სამოსი , იაპონიაც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. კიმონო - იაპონური ეროვნული სამოსი ხალათის სტილში რომელიც იკვრება სპეციალური ქამრით. მას იცვამენ  როგორც ქალები ასევე მამაკაცები , დღესასწაულებზე და შირშესანიშნავ დღეებში.  
ტრადიციულ სამოსს თან ახლავს 20 აქსესუარი  (ელემენტი) რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს .  კიმონოს ჩაცმას დაახლოებით 3 ადამიანი უნდება , არსებობს სპეციალური ლიცენზირებული სამსახური კიმონოს კოსტუმერები რომლებსაც ქირაობენ , ღირშესანიშნავ დღეებში რათა სრულყოფიალდ ჩაიცვან იაპონური კიმონო.  იაპონელები არ უარყოფენ , რომ კიმონო  ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტულია.  იაპონელი ქალები დღესდღეობით კიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით , არ იკეთებენ ყველა ელემენტს და აქსესუარს. მხოლოდ ქორწილებში და ოფიციალურ მიღებებზე აუცილებელია სრულყოფილი კიმონოს ჩაცმა.  იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თუ რა არის გამოსახული კიმონოზე , ამით ისინი მეტ ყურადღებას იმსახურებენ გარშემომყოფებისგან.  ძალიან პოპულარულია ის კიმონო რომელზეც გამოსახულია წლის სეზონები . აუცილებლად ნახატი თან უნდა ემთხვეოდეს წლის სეზონს . მაგალითად იაპონელი ქალი არასოდეს ჩაიცვამს კიმონოს თუ ზედ გამოსახულია ზამთარი და ბამბუკის ხეები და ამ დროს ზაფხულია.   არსებობს სხვადასხვა სახის კიმონოები, გავეცნოთ რამოდენიმეს :
Irotomesode - კიმონო
Irotomesode - კიმონო
Irotomesode – ეს ერთფეროვანი სადა კიმონოა. რომელზეც გამოსახულება თუ ნაქარგი ტანის დაბლაა. ამ კიმონოს იცვამენ როგორც წესი გათხოვილი ქალები  ,  ქორწილებში ახალდაქორწინებულის ახლობლები.
Furisode - კიმონო
Furisode - კიმონო
Furisode – ამ კიმონოს იცვამენ გასათხოვარი ქალები , მაგალითად  სკოლის გამოსაშვებ ცერემონიალზე , ქორწილებში . ასეთი კიმონო უფრო ლამაზია და გაფორმებულია ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით.
Homongi - კიმონო
Homongi - კიმონო
Homongi – ამ კიმონოს იცვამენ ოფიციალურ მიღებებზე და ვიზიტებზე .  იღებენ საპატიო სტუმრებს  ან პირიქით ეწვიო სტუმრად . ამ კიმონოს ხშირად უწოდებენ «ჩასაცმელი ვიზიტებისთვის» . ორნამენტები მკვეთრ ფერებში , რომელიც თანდათან დაბლა ჩადის . ამ კიმონოს ჩაცმა შეუძლია ყველა ქალბატონს , მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა.
Komon - კიმონო
Komon - კიმონო
Komon –უნივერსალური კიმონო , რომელიც შეუძლია ჩაიცვას ნებისმიერმა ქალმა , ნებისმიერ დროს . ეს შეიძლება იყოს ქალაქში გასეირნება , რესტორანში წასვლა მამაკაცთან ერთად , აგრეთვე ქორწილებში და ოფიციალურ მიღებებზე.  Komon – ს სტილის კიმონო მოხატულია წვრილი ორნამენტებით და შორიდან იქმნება ერთი მთლიანი კომპოზიცია .  სწორედ ეს ქმინის კიმონოს შარმს და ბრწყინვალებას.
დამატებითი აქსესუარები:
იმისათვის , რომ კიმონოში ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და სრულყოფილად  ამისათვის კიმონოსთან ერთად იცვამენ
გეტა - იაპონური ფეხსაცმელი
გეტა - იაპონური ფეხსაცმელი
სხვადასხვა ტანსაცმელს თუ  იკეთებენ  სხვადასხვა  აქსესუარებს.  კიმონოს შიგნით იცვამენ პერანგს და ქვედაბოლოს . მთავარი კიმონოს დეტალი რასაკვირველია არის იაპონური ფეხსაცმელი -  გეტა – რომლიც კეთდება ხის მასალისგან , მასზე ებმება ორი ტყავის ზონარი , რომელზეც ფეხის თითები თავსდება. ქუსლის ზომა უნდა იყოს 10 სანტიმეტრამდე. უცხოელებისთვის გეტაზე დადგომა არც თუ ისე უსაფრთხოა :D რაც არუნდა საოცარი იყოს , იაპონელები გეტათი აქტიურად გადაადგილდებიან და  მშვენივრად ხმარობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ხოლო ძველად  მეომრებს გეტა ეცვათ და ომობდნენ კიდეც.  გეტასთან ერთად ნამდვილ კიმონოს ქალს უნდა ეკეთოს იაპონური ულამაზესი თმის ვარცხნილობა , რომელზეც  ცალკე აქსესუარები და ელემენტები მაგრდება.  ასევე სახის მაკიაჟი იაპონურ სტილში.  აღსანიშნავია , რომ იაოპონელები კიმონოს მხოლოდ დღესასქწაულებზე და ოფიციალურ დღეებში იცვამენ , საერთოდ  კიმონოს ჩაცმა არ შეუძლია ყველას ,  რადგან ეს ეროვნული ტანსაცმელი თავისი აქსესუარებით საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა.

No comments:

Post a Comment