სამურაი
სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. ისინი მოდიოდნენ გლეხობიდან და მოსამსახურეთაგან. თავიდან საკმაოდ გაუთლელი ხალხი იყო, მათ მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხოვებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში , როდესაც საომარი საქმე პროფესიად გადაიქცა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ისინი სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურებას მოითხოვდნენ , შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა, მათი ყურადღება მიიქცია ბუდიზმის ისეთ განშტეობა როგორიც არის - ძენი. სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა. არ უნდა გამოემჟღავნებინა შინაგანი განცდები , რაც არ უნდა მოუვიდეს სიკვდილთან გულგრილობის გრძნობა. ბუშიდოს კანონები თავმოყრილია წიგნში ”ჰაკაგურე” რომელიც 11 ნაწილად იყოფა. სამურაის პიროვნება იაპონიაში მიმბაძველობის მაგალითი იყო , რიგით იაპონელში. აღსანიშნავია , რომ სამურაები თავიანთ მემკვიდრეს ბავშვობიდან ზრდიდნენ მეომრად. ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და ბუშიდოს წესებს.
მე-19 საუკუნეში იაპონია უახლოვდებოდა დასავლეთის ცივილიზირებულ სამყაროს და გარკვეულწილად ინერგებოდა პროგრესულ -რეფორმისტიული აზრი. ქვეყანა თავისთავად ორ უკიდურესობაში მოჰყვა დასავლური გავლენა უდიდესი იყო , შედეგმაც არ დააყოვნა და იაპონიაში გატარდა - მეიჯის რეფორმები. რაც ცუდი გავლენა მოახდიან სამურაების მდგომარეობაზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პოულობდა თავის ადგილს შექმნილ საზოგადოებრივ წყობაში , მათი მთავარი მიზანი გახდა ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნონ ისტორიული წარსულის პრივილიგირებული მდგომარეობა. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ , რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში. მთავარი მიზეზი სამურაების უკმაყოფილების აღმოჩნდა სამხედრო რეფორმა – საყოველთაო სამხედრო მოვალეობის შემოღების შესახებ , რომელმაც აუკრძალა სამურაებს მონოპოლია იარაღის ტარებაზე და მათი ისტორიული პრივილიგირებული ყოფნა საზოგადოებაში.
სამურაების უკმაყოფილება გამოიწვია ასევე მთავრობის მიერ შემოღებულმა რამდენიმე წლის ერთდროულმა პენსიამ. ოფიციალურად ეს ითვალისწინებდა სამურაებისთვის ფინანსურ დახმარებას , რათა მათ შეძლებოდათ მეწარმეობის ან სავაჭრო -საბანკო საქმის წამოწყება. თუმცა სამურაების ძირითადი ნაწილს იმის გამო , რომ ტრადიციების თანახმად მხოლოდ სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი არ გააჩნდათ არც უნარი და არც ცოდნა, რომ დაეწყოთ შრომითი საქმიანობა. ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი (იხილეთ კ/ფ ”უკანასკნელი სამურაი) სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა , რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ , სამურაების ჯარი დამარცხდა. მთავრობისთვის სამურაების დამარცხება გახდა მაგალითი იმისა , რომ სახელმწიფო ვითარდება სწორი ტემპით და საჭიროა აღებული რეფორმების გაღრმავება.
კატანა - სამურაის ხმალი
კატანა იაპონიაში საკმაოდ ძვირი ნივთი და ერთ – ერთ საშიშ ცივ იარაღად ითვლება , ამიტომ მის შეძენის უფლება სპეციალური ლიცენზიის მოპოვების შემდეგ არის შესაძლებელი , რათქმაუნდა ეს ეხება ნამდვილ სამურაის ხმალს და არა გაყალბებულ სუვენირებს .
კატანის ისტორია დაახლოებით XII-XIII საუკუნიდან მოდის და მათი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სამურაები , დამზადების მეთოდი უძველესია და დღემდე ამავე წესით ამზადებენ . კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან , გადის სხვადახვა გამოწრთობის საფეხურებს , იძენს ბასრ პირს და ოდნავ რკალისებურ ფორმას , რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიტკიცეს.
ძველი წყაროების თანახმად სამურაები კატანის გამოცდას იაპონიის დაბალი ფენის მოსახლეობაზე ატარებდნენ , ხმალი შემდგარი და დარსულებული მაშინ იქნებოდა თუ კი ერთი მოქნევით ადამიანს შუაზე გააპობდა. დღესდღეობით სპეციალურ კატანის სკოლებში მიმდინარეობს ხმლის დამზადება და გამოცდა , ოღონდ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე.
კატანის გარდა იაპონიაში არსებობს მომცრო ზომის ხმალი wakizashi და სულ პატარა ხმალი tanto , რომლიც ამავე პრინციპით მზადდება და იგივე თვისებები აქვს რაც კატანას . ვაკიზაში კატანის რეზერვად ითვლება მას გამოიყენებდნენ სამურაები ბრძოლების დროს ის ბევრად უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია , ხოლო ტანტო უფრო მეტად რიტუალური თვითმკვლელობების დროს გამოიყენებოდა.
კატანის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ ოსტატს ანდობენ , იაპონიაში არსებობს სპეციალური სკოლები სადაც მის გაკეთებას და მოხმარებას ასწავლიან. ხმალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა , ამიტომ იაპონიაში უამრავი გაყალბებული იაფფასიანი ხმალი მზადდება და საზღვრებს გარეთ გააქვთ.
თვალსაჩინოებისთვის კატანას უამრავი დოკუმენტური ვიდეო დევს ინტერნეტ სივრცეში , ჩემი რჩევით ყველაზე კარგი მაგალითი ფილმი Kill Bill – ია სადაც მართლა სასწაულებს აკეთებენ ამ იაპონური ხმლით.
No comments:
Post a Comment