Friday, April 1, 2011
kuroshio-ს აკვარიუმი
მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე დიდი აკვარიუმი , რომელიც მდებარობს იაპონიაში , კუნძულ ოკნავაზე . აკვარიუმი განლაგებულია ოკინავას ეროვნულ პარკში. შედგება ოთხი სართულისგან რომლებშიც მოთავსებულია ატრაქციონები , 80 სახეობის ზღვის არსებები ,ზვიგენები , დელფინარიუმი , მარჯნის და სხვა ტროპიკული თევზები. აკვარიუმის ფართობი 19,000 მეტრია , სულ 77 ავზი და მასში მოთავსებულია 10 ათასი ტონა წყალი. რომელიც ყოველ 24 საათში იცვლება ავტომატიურად.
ახლა კი თავად დატკბით Kuroshio – ს აკვარიუმით. უფრო მეტი ვიდეო kuroshio-ს აკვარიუმზე
იაპონური პოეზია
იაპონური პოეზია – ერთ ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნებაა მთელ მსოფლიოში. იგი მთლიანად დაფუძნებულია აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზე. თავად პოეზიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ ბუდიზმმა. ეს გავლენა პოეზიაზე ბევრად ძლიერია , ვიდრე ფილოსოფიაზე. იაპონურ პოეზიას სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულება აქვს , მაგრამ ყველაზე მთავარი განშტოება არის – ჰაიკუ.
ჰაიკუს პოეზია იაპონურ კულტურაში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების , ხუმრობების და მხიარული შაირების ნიადაგზე. პოეზიის ეს სახეობა სამ ტაეპიანია და სრულყოფილებას იძენდა დახვეწილი სალონური თამაშების პროცესში. თამაშის წესით საჭირო იყო გონებამახვილობისა და საზრიანობის დემონსტრირება. ლექსის თქმა მთლიანად დაფუძნებული იყო იმპროვიზაციაზე და სხარტ გარითმვაზე. ჰაიკუს ოსტატების მოვალეობა იყო სიტუაციაში სწრაფად გარკვევა და მის არსში ჩაწვდომა. აი ერთი მაგალითი თუ როგორ განავითარა ლექსის ორი სტრიქონი ჰაიკუს ოსტატმა მორიტაკემ (1473 – 1549)
Lib.ge – ზე გამოქვეყნებულია რამოდენიმე იაპონელი პოეტის ჰაიკუს ჟანრის ლექსები. სეცუკო ნოძავა , ტეიძიო ნაკამურა , სოენ ნაგაკავა , სანტოკა ტანედა , ბუსონი , სოძიო ჰინო , სანკი საიტო , კინიჩი სავაკი , სუმიო მორი , სიუსონ კატო , კეირო ისაკავა , იაცკა ისიხარა , ჰაკუსენ ვატანაბე .
ჰაიკუ იაპონელთა ეროვნულ ხასიათის კარგი ილუსტრაციაა. იმ უნარის მაჩვენებელია, რომელიც გამოავლენს , გახსნის ამ უკანასკნელის ქვეცნობიერ საწყისს.
ჰაიკუს პოეზია იაპონურ კულტურაში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების , ხუმრობების და მხიარული შაირების ნიადაგზე. პოეზიის ეს სახეობა სამ ტაეპიანია და სრულყოფილებას იძენდა დახვეწილი სალონური თამაშების პროცესში. თამაშის წესით საჭირო იყო გონებამახვილობისა და საზრიანობის დემონსტრირება. ლექსის თქმა მთლიანად დაფუძნებული იყო იმპროვიზაციაზე და სხარტ გარითმვაზე. ჰაიკუს ოსტატების მოვალეობა იყო სიტუაციაში სწრაფად გარკვევა და მის არსში ჩაწვდომა. აი ერთი მაგალითი თუ როგორ განავითარა ლექსის ორი სტრიქონი ჰაიკუს ოსტატმა მორიტაკემ (1473 – 1549)
შენ კიდეც გეშინიაამგვარად ხდებოდა ლექსის აწყობა. ხშირად დასაწყისი სტრიქონების შევსება ხდებოდა სხვადახვა სამსტრიქონედით:
შენ კიდეც გილხინს
მიმავალს შენს საქმროსთან
როცა წყვდიადში ღამის
გადაირბენ წყალზე გადებულ ბოგირს
თითქოს საჭიროა მოკლვა
მაგრამ სურვილი არ მაქვს.ხშირად ჰაიკუს პოეტური აზრი გამოუცნობი რჩებოდა. მაგალითად ჰაიკუს ჟანრის სახელგანთქმულმა იაპონელმა პოეტმა მაცუო ბაშიომ (1644 – 1694) შეძლო მთელი სამყარო აესახა ამ ლექსში.
ქურდი შევიპყარ ღამით
და როცა შევხედე კარგად,
შვილი აღმოჩნდა ჩემი.
აყვავებულმა ტოტმა
ჩემთვალთაგან წარიტაცა
ნათელი მთავრე.
შემოდგომის მწუხრისასბაშიოს ეს მინიატურა ასეთ განწყობას ქმნის : ყვავი , გამხმარი ტოტი , მოახლოებული მწუხრი , გვიანი შემოდგომა. როგორც ერთი ფერით შესრულებული პეიზაჟი , ბაშიოს მინიატურაც რამდენიმე სიტყვით ქმნის სიჩუმისა და მწუხრის განცდას , ერთგვარად დაძაბული მოლოდინის შთაბეჭდილებას. ბაშიო ტოტზე მჯდომ ჩვეულებრივ ყვავში ხედავს სამყაროსეულ აზრს. ყოველივე ამას ბევრი რამ აქვს საერთო ძენ-ბუდიზმთან. ძენ ბუდიზმის გავლენით 1686 წელს ბაშიო ქმნის თავის ცნობილ სამტაეპიან ლექსს:
ყვავი მარტოდმარტო ზის
გამხმარ ტოტზე.
ძველი გუბურაამ ლექსში ერთმანეთს ერწყმის მარადიულისა და წუთიერის ელემენტები: ძველი გუბურა მარადიულია და მის მარადიულობაში , რომ შეაღწიო ცნობიერებით , საჭიროა ერთგვარი წუთიერი ძვრა. ე.ი ბაყაყის ხტომა. სწორედ ეს ბადებს რაიმეში წვდომის მომენტს. ამრიგად , ჰაიკუში ერთიანდება ორი ძირითადი ელემენტი: დაუსრულებელი და მყისიერი.
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ ! გაისმა სიჩუმეში.
Lib.ge – ზე გამოქვეყნებულია რამოდენიმე იაპონელი პოეტის ჰაიკუს ჟანრის ლექსები. სეცუკო ნოძავა , ტეიძიო ნაკამურა , სოენ ნაგაკავა , სანტოკა ტანედა , ბუსონი , სოძიო ჰინო , სანკი საიტო , კინიჩი სავაკი , სუმიო მორი , სიუსონ კატო , კეირო ისაკავა , იაცკა ისიხარა , ჰაკუსენ ვატანაბე .
ჰაიკუს მინიატურების ბოლომდე გასაგებად , მრავალი მკვლევარის მითითებით , საჭიროა მკითხველი იყოს სულიერი განათების ან თუნდაც სამადჰის მდგომარეობაში. მაგრამ რაკი სულიერ განათებას მხოლოდ ერთეულები აღწევენ , მინიატურათა შინაარსი ყოველთვის ამოუცნობი რჩება. პოეტი მორო ნანიმარო (1761 – 1837) ამბობდა : “ვისაც სურს ბოლომდე გაიგოს ჰაიკუს აზრი , უნდა გადავიდეს სხვა სამყაროში , ინახულოს მასწავლებელი და თვით ჰკითხოს.
ჰაიკუს შინაარსობრივი ფესვები უკავშირდება იაპონიის წესჩვეულებებს , რელიგიას , მითოლოგიას , ისტორიას. როგორც ფერწერაში , ჰაიკუს ჟანრშიც აისახება ჩვეულებრივი საგნები და ბუნების მოვლენები , დაკავშირებული იაპონელთა ცხოვრებასთან.ჰაიკუ იაპონელთა ეროვნულ ხასიათის კარგი ილუსტრაციაა. იმ უნარის მაჩვენებელია, რომელიც გამოავლენს , გახსნის ამ უკანასკნელის ქვეცნობიერ საწყისს.
იაპონური სამზარეულო
საკე
საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება , მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა. იაპონელები საკეს სვამენ რომანტიკულ ვითარებაში , დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია.
საკეს იაპონელები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ , ყველაზე გავრცელებული სახელებია «ო – საკე», «სეიშუ» და «ნიჰონშუ». იაპონელები უფრო მეტად ამ უკანასკნელს ხმარობენ , თუმცა იაპონურ რესტორანში ნებისმიერ სახლეზე მიხვდებიან რომელი სასმელი გსურთ. საკე არ არის სპირტიანი სასმელი და არანაირი კავშირი არ აქვს არაყთან , მისი დამზადების ტექნოლოგია მოგვაგონებს ლუდის გამოხდასთან. მისი დაყენება და გამოხდა მეტად შრომატევადი საქმეა. თავიდან ბრინჯს ფქვავენ , ამისათვის იყენებენ სპეციალური ჯიშის ბრინჯს , შემდეგ დაფქულ ბრინჯს ხარშავენ ორთქლზე , ამის მერე მოხარშულ ბრინჯში ურევენ იაპონურ საფუარს – «კოძის» რომელიც მთლიანად ამ მასას გარდაქმნის შაქრად. ნატურალური ბრინჯის საფუარის საშუალებით შაქარი გარდაიქმენება ალკოჰოლურ სითხედ – საკედ. შემდეგ უკვე ტექნლოგები სითხეს აძველებენ და აობებენ რათა უფრო მეტად არომატული იყოს . მისი ალკოჰოლური სიმაგრე 14 დან 20 გრადუსამდე ადის. ძველ იაპონიაში საკეს ხის კოლოფის მაგავრ ჭიქებით სვამდნენ , შემდეგ უკვე პატარა კერამისკის ფინჯნებით , დღესდღეობით სასმელ ჭიქას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს , უბრალოდ იაპონური ეტიკეტით საკეს მირთმევა უფრო განგაცდევინებთ მის ორიგინალურობას და იაპონურ სულს.
ძალიან ბევრს გონია, რომ აუცილებელია საკე ცხელ – ცხელი მიირთვა , ეს უბრალოდ სურვილია და არა აუცილებლობა , იაპონელები საკეს მირთმევის დროს ყველაზე მეტჯერ ამბობენ სიტყვას «კამპა – ი !» — რაც ნიშნავს «დილამდე სმას !» . პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში სხვადასხვა სახის საკეს აკეთებენ , უბრალოდ ყველაზე მთავარი ნედლეული შეუცვლელია. იაპონიაში 1 ოქტომბერი არაოფიციალურად აღიარებულია საკეს დღედ. უცხოელებისთვის ეს ყოველთვის დასამახსოვრებელი თარიღია , ამ დღეს ყველაზე მეტი საკე ისმევა. დღესდღეობით საკეს არამარტო იაპონელები აკეთებენ , მისი გამოხდის ტექნოლოგია თითქმის ყველა ქვეყანაში შიესწავლეს. იაპონიაში არსებობს სპეციალური სასწავლებლები და სკოლები სადაც საკეს გაკეთებას ასწავლიან.
იაპონური სამზარეულო
იაპონური სამზარეულო – ეს თვით სიმფონიური ხელოვნებაა , რომელიც იაპონაიში და მთელ მსოფლიოში ხელოვნების დონემდე არის აყვანილი . იაპონური კერძები მთელ მსოფლიოში პოპულარულია , ერთის შეხედვით მათი მომზადება მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს , მაგრამ ეს ასე არ არის , კერძში ჰარმონიულად არის შერწყმული ინგრედიენტები , სოუსები , ზღვის პროდუქტები და რაც მთავარია მორთულია როგორც ნატურმორტი.
აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო . უყვართ დაგუსტაცია , კამათი და კერძების მომზადება. იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება ზღვის პროდუქტებით , იაპონელები იყენებენ ყველანაირ ზღვის პროდუქტს დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი.
ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული სახით და ზოგს ათასგვარად გაკეთებულს. აგრეთვე ხმარობენ ხორცსაც , მაგრამ უფრო დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად . უნდა ითქვას , რომ მეიჯის რევოლუციამდე (1868 წ.) იაპონიაში ხორცი იშვიათობად ითველებოდა. დღეს კი ხორცისგან ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. ამათგან ყველაზე ცნობილია
კაცუობუში – (katsuobushi) - მზადდება შემდეგნაირად: თევზ თინუსს აცლიან ძვლებს , ჭრიან სამ ნაწილად , ხარშავენ და ამის შემდეგ აშრობენ ჰაერღუმელში. შემდეგ დიდი ხნით კიდებენ ბნელ, გრილ და ზომიერად ნესტიან ადგიალს. თევზი იფარება სპეციფიკური სიმწვანით , ფერმენტირდება იძენს თავისებრ არომატს და გემოს. მა პროდუქტი შიძლება წლობით ინახებოდეს. ასეთი თევზისგან იაპონელები ამზადებენ წვნიანს , უმატებენ სანელებლებს და მიირთმევენ ბრინჯთან ერთად.
იაკიტორი – (yakitori) – იგივე შემწვარი ქათმის ხორცი. ხორცს ჭრიან საშუალო ნაჭრებად. დებენ ტკბილ და ცხარე მარინადში აჩერებენ 24 საათს, შემდეგ გამზადებულ ხორცს აგებენ ხის პატარა შამფურებზე და წვავენ საკურას ნაკვერჩხალზე. იაკიტორის ოდნავ მოტკბო გემო დასდევს.
ფუგუ – (Fugu) – მზადდება მომცრო ზომის თევზისაგან (მუცელნემსა) რომელიც დაჭერის დროს იბერება და მრგვალდება. მას ჭამენ უმსაც და შემწვარსაც. ფუგუ მხოლოდ განსაკუთრებული ლიცენზიის მქონე გამოცდილმა მზარეულმა უნდა მოამზადოს, რადგან თევზის შიგნეული ძლიერ შხამს შეიცავს.
ტემპურა – (Tempura) – შედგება ძირითადად კრევეტებისგან, რომლებსაც ავლებენ საგანგებოდ გაკეთებულ ცომში და წვავენ მცენარეულ ზეთში. კრევეტების ნაცვლად შესაძლებელია იყოს , მომცრო ზომის თევზები ან ბოსტნეული.
საშიმი – (Sashimi) – მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან , მაგრამ იყენებენ აგრეთვე თინუსს და მუცელნემსასაც. იგი გაკეთებულია განსაკუთრებული წესით დამატებული აქვს ცოტაოდენი ზღვის მარილი და ამოვლებულია სოიოს საწებელში, ხანდახან პირშუშხასაც უმატებენ. სუფრაზე მიტანის წინ ჭრიან მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად.
ვასაბი – (wasabi) ვასაბი მცენარე რომელიც ყვავის მხოლოდ იაპონიის მთებში , მზადდება როგორც ცხარე საწებელი პასტა , აქვს მდოგვისებური გემო და არის მწვანე შეფერილობის. გამოიყენება ფართოდ იაპონურ სამზარეულოში როგორც სანელებელი.
ჩაის ცერემონიალი
იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის. ისტორიულად ჩაის ცერემონიალს ჩინეთში ჩაეყარა საფუძველი. მრავალი წყაროს თანახმად იგი შემოიღო ლაო -ძიმ. გადმოცემის თანახმად სწორედ მან შექმნა რიტუალი ჩაის სმა ,,ოქროს ელექსირის” ფიალით. სამწუხაროდ მონღოლთა
შემოსევის შემდეგ ჩინეთში ეს რიტუალი გადაშენდა. იაპონელებმა კი , რომლებმაც წარმატებით აიცილეს მონღოლთა შემოსევა , განაგრძეს ჩაის სმის ხელოვნების კულტივირება , უმატებდნენ რა მას განსაკუთრებულ მანიპილაციებს. ჩაის ცერემონიალი ძველთაგანვე აუცილებელი ატრიბუტი იყო იაპონელი ფილოსოფოსებისა და მხატვრების შეკრებაზე. ჩაის სმის დროს წარმოთქვამდნენ ბრძნულ სიტყვებს , კითხულობდნენ ლექსებს , ათვალიერებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. ამასთან ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის გულმოდგინედ არჩევდნენ ყვავილთა თაიგულებს და ჩაის დასაყენებელ ჭურჭელს. ასეთმა პროცედურამ თანდათან მოიცვა საზოგადოების სხვა ფენები. XVI – XVII საუკუნეებში იგი პოპულარული გახდა არისტოკრატიის , სამურაების წრეებში. ჩაის ცერემონიალი – როგორც ხელოვნება , ჩამოყალიბდა ყოველდღიური საზრუნავისგან დასვენების ერთგვარ სისტემად. მეტნაკლებად კლასიკური ფორმით იგი ჩაის სახლებში სრულდებოდა. პირველი ასეთი სახლი აშენდა 1473 წელს. ჩაის სახლები პატარა ღარიბულ ქოხებს გავდა. , რომლებიც
მეტისმეტად უბრალონი იყვნენ , როგორც გარეგნულად ისე შიგა მოწყობილობით. კლასიკური ჩაის სახლის ინტერიერის მოწყობილობა მთლიანად ეთანხმება ესთეთიკურ კანონებს და ეროვნულ ხასიათს იაპონელებისა , რომლებიც ისწრაფვიან სულიერი ჰარმონიისაკენ. ასეთი განწყობა იწყება ჩაის სახლში მისასვლელთანვე. ჩაის სახლს აკრავს პატარა ბაღი , რომელმაც ჩაის ოსტატთა აზრით , პიროვნებაში უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული განწყობა , რომლის გარეშე ცერემონიას აზრი არ ექნება. სახლამდე მიმავალი ბილიკი მსხვილი ქვებით არის მოპირკეთებული. მასზე შედგომა მედიტაციის პირველი სტადიის დასაწყისს ნიშნავს. ბილიკზე მიმავალს უკვე მედიტაციის მეორე სტადუია იღვიძებს , ამას ხელს უწყობს ძველი ფარანი , რომელიც დღე და ღამე სუსტად ანათებს ბილიკს , აგრეთვე ქვის ჭა , სადაც შეგიძლია ხელის დაბანა და წყლის დალევა. დაბალი , 90 სმ სიმაღლის კარი , რომლის ზღურბლზე მუხლს იდრეკენ. შესვლისას სტუმრები წელში იხრებიან და იაპონურად ჯდებიან ჭილოფზე. ოთახში დგას პატარა მაგიდა და დასაჯდომი ბალიშები. სახლის კედლებზე კიდია გრაგნილები ფილოსოფიური გამონათქვამებით. იგი დაწერილია ძენ -ბუდისტური სტილით და ისეთი კალიგრაფიით , რომ ძალიან ცოტას თუ შეუძლია გაარკვიოს და გაიგოს აზრი. შესახვედრად გამოდის მასპინძელი და თავის მხრივ მდაბლად უკრავს თავს სტუმრებს. ისმის წყლის დუღილის მელოდიური ხმა.
იწყება მედიტაციის მესამე ეტაპი. გარკვეულ განწყობილებას იწვევს თვით ჭურჭელიც , რაც საოცრად უბრალოა : ფინჯნები , სპილენძის ჩაიდანი , ბამბუკის მოსარევი , ჩაის შესანახი კოლოფი და სხვა. ყველაფერი უზადოდ კეთდება ჩაის დაყენება ხდება შემდეგნაირად , იყენებენ განსაკუთრებულ მწვანე , დაფშვნილ ჩაის. ჩაისთვის წყალს ადუღებენ საკურას ნახშირზე. ნაყენს თქვეფენ ფინჯანში ბამბუკის ფუნჯით და ღებულობენ საკმაოდ სქელ ქაფიან სითხეს. ოფიციალურ ჩაის სმას წინ უსწრებს სხვადასხვანაირი საჭმლით გამასპინძლება. სტუმრებს მიართმევენ წვნიანს, ბრინჯს , თევზს , სანელებლიან კარტოფილს და სხვა. ცერემონია იწყება მაგარი ჩაით. მასპინძელი მოხერხებულად დაალაგებს ფინჯნებს და იწყებს ცერემონიას. ჯერ ყველა სტუმრისათვის მოამზადებს ჩაის დიდ ფინჯანში , საიდანაც ისინი მორიგეობით სვამენ. ეს ტრადიცია ბადებს ერთმანეთთან სიახლოვის განცდას. რიტუალი მკაცრად განსაზღვრულია : პირველი სტუმარი იღებს აბრეშუმის თავსაფარს ან ნაჭერს , იფენს მარცხენა ხელისგულზე , მარჯვენათი მასზე დგამს ფინჯანს, თავს უკრავს მეზობელს – და მოსვამს სამნახევარ ყლუპს , შემდეგ თავისი ქაღალდის ხელსახოცით წმენდს ფინჯანის პირს და აწვდის
მეორე სტუმარს. ყველა იმეორებს აღნიშნულ პროცედურას. მაგარი ჩაის შემდეგ , სუსტ ჩაის სვამენ , შემოაქვთ ბალიშები და ლანგრით ნამცხვრები. სუსტი ჩაი მზადდება ყველასთვის , ჩამოარიგებენ ფინჯნებს და სვამენ , რამდენიც მოესურვებათ. ამით ჩაის სმის ცერემონიალი სრულდება … იაპონელებს მიაჩნიათ რომ ჩაის ცერემონიალი ადამიანში აყალიბებს უბრალოების , ბუნებრიობის , სისუფთავის მოთხოვნილებებს ; სამწუხაროდ იაპონიის დღევნდელ რეალობაში ასეთი თაყვანისცემა ხშირად შეუძლებელია. ცხოვრების სწრაფი დინება , ყოველდღიური რეალობა ბოჭავს და ნთქავს ადამიანებს და იაპონელებსაც თითქოს აღარ სცალია ტრადიციებისთვის. მაგრამ ჩაის ცერემონიალს ეს არ ეხება , იგი მჭიდროდ არის ჩაწნული იაპონიის ყოფა ცხოვრებაში.
სუში
ძალიან ბევრისათვის ამომავალი მზის ქვეყანა სუშისა და საკესთან ასოცირდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტრადიციული იაპონური სამზარეულო მათ გარეშე წარმოუდგენელია. სუშის სულ რაღაც 100 წლის ისტორია აქვს. მის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ითვლება. იაპონელებმა კი ამ კერძის მომზადების მეთოდი თევზის დიდი ხნით შენახვის მიზნით გადმიიღეს. გასუფთავებულ უმ თევზს ფენა-ფენა მარილს აყრიდნენ და დაწნეხის მიზნით ზემოდან მძიმე ქვას ადებდნენ. რამოდენიმე კვირის შემდეგ თევზს ქვას მოაშორებდნენ და ჩვეულებრივ ხუფს ახურავდნენ. რამდენიმე თვეში თევზი მზად ითვლებოდა. იაპონიაში სუში ბუტერბროდის როლში გამოდის. სუში არის მადჟავებული ბრინჯის გუნდა უმი თევზის ნაჭრით. ბრინჯს ურევენ სპეცილაურად მომზადებულ ბოსტნეულს და ხანდახან ახვევენ ზღვის წყალმცენარის ფოთოლში. ტოკიოში კიდევ შემორჩა რესტორნები, სადაც გურმანებს ძველი მეთოდით მადზადებული სუშით უმასპინძლდებიან. მე-19 საუკუნის ბოლოს, პროგრესულად მოაზროვნე შეფმზარეულს, სახელად იოჰეის თვეების განმავლობაში შენახული თევზის მკვეთრი სუნი მობეზრდა და კლიენტებს უმი თევზი შესთავაზა. ასე რომ მყრალი თევზის ალტერნატივა მალე გახდა პოპულარული.
სუში ყველა დღესასწაულის, იუბილესა და დაბადების დღის აუცილებელი კერძია. ყველაზე პოპულარული ნიგირი სუშია – ბრინჯის მომრგვალებულ ბურთულებს ზემოდან უმი თევზისა და ვასაბის (იაპონური მცენარე, რომელსაც იყენებენ სანელებლად) პატარა ნაჭერს ადებენ. ეს მეთოდი სუშის მომზადების ყველაზე იოლი გზაა და ამავე დროს ძალიან გემრიელია.
ბრინჯი
საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება , მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა. იაპონელები საკეს სვამენ რომანტიკულ ვითარებაში , დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია.
საკეს იაპონელები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ , ყველაზე გავრცელებული სახელებია «ო – საკე», «სეიშუ» და «ნიჰონშუ». იაპონელები უფრო მეტად ამ უკანასკნელს ხმარობენ , თუმცა იაპონურ რესტორანში ნებისმიერ სახლეზე მიხვდებიან რომელი სასმელი გსურთ. საკე არ არის სპირტიანი სასმელი და არანაირი კავშირი არ აქვს არაყთან , მისი დამზადების ტექნოლოგია მოგვაგონებს ლუდის გამოხდასთან. მისი დაყენება და გამოხდა მეტად შრომატევადი საქმეა. თავიდან ბრინჯს ფქვავენ , ამისათვის იყენებენ სპეციალური ჯიშის ბრინჯს , შემდეგ დაფქულ ბრინჯს ხარშავენ ორთქლზე , ამის მერე მოხარშულ ბრინჯში ურევენ იაპონურ საფუარს – «კოძის» რომელიც მთლიანად ამ მასას გარდაქმნის შაქრად. ნატურალური ბრინჯის საფუარის საშუალებით შაქარი გარდაიქმენება ალკოჰოლურ სითხედ – საკედ. შემდეგ უკვე ტექნლოგები სითხეს აძველებენ და აობებენ რათა უფრო მეტად არომატული იყოს . მისი ალკოჰოლური სიმაგრე 14 დან 20 გრადუსამდე ადის. ძველ იაპონიაში საკეს ხის კოლოფის მაგავრ ჭიქებით სვამდნენ , შემდეგ უკვე პატარა კერამისკის ფინჯნებით , დღესდღეობით სასმელ ჭიქას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს , უბრალოდ იაპონური ეტიკეტით საკეს მირთმევა უფრო განგაცდევინებთ მის ორიგინალურობას და იაპონურ სულს.
ძალიან ბევრს გონია, რომ აუცილებელია საკე ცხელ – ცხელი მიირთვა , ეს უბრალოდ სურვილია და არა აუცილებლობა , იაპონელები საკეს მირთმევის დროს ყველაზე მეტჯერ ამბობენ სიტყვას «კამპა – ი !» — რაც ნიშნავს «დილამდე სმას !» . პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში სხვადასხვა სახის საკეს აკეთებენ , უბრალოდ ყველაზე მთავარი ნედლეული შეუცვლელია. იაპონიაში 1 ოქტომბერი არაოფიციალურად აღიარებულია საკეს დღედ. უცხოელებისთვის ეს ყოველთვის დასამახსოვრებელი თარიღია , ამ დღეს ყველაზე მეტი საკე ისმევა. დღესდღეობით საკეს არამარტო იაპონელები აკეთებენ , მისი გამოხდის ტექნოლოგია თითქმის ყველა ქვეყანაში შიესწავლეს. იაპონიაში არსებობს სპეციალური სასწავლებლები და სკოლები სადაც საკეს გაკეთებას ასწავლიან.
იაპონური სამზარეულო
აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო . უყვართ დაგუსტაცია , კამათი და კერძების მომზადება. იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება ზღვის პროდუქტებით , იაპონელები იყენებენ ყველანაირ ზღვის პროდუქტს დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი.
ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული სახით და ზოგს ათასგვარად გაკეთებულს. აგრეთვე ხმარობენ ხორცსაც , მაგრამ უფრო დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად . უნდა ითქვას , რომ მეიჯის რევოლუციამდე (1868 წ.) იაპონიაში ხორცი იშვიათობად ითველებოდა. დღეს კი ხორცისგან ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. ამათგან ყველაზე ცნობილია
სუკიიაკი
სუკიიაკი – (sukiyaki) იგი შედგება ხორცის ნაჭრისა და ბოსტნეულისგან , რომელიც საგანგებო სანელებლებით არის შეზავებული. ფართოდ გამოიყენება შემწვარი და მოხარშული თევზი , მარინადები, გამხმარი სახით. გავეცნოთ მოკედ ზოგიერთ იაპონურ კერძს.კაცუობუში – (katsuobushi) - მზადდება შემდეგნაირად: თევზ თინუსს აცლიან ძვლებს , ჭრიან სამ ნაწილად , ხარშავენ და ამის შემდეგ აშრობენ ჰაერღუმელში. შემდეგ დიდი ხნით კიდებენ ბნელ, გრილ და ზომიერად ნესტიან ადგიალს. თევზი იფარება სპეციფიკური სიმწვანით , ფერმენტირდება იძენს თავისებრ არომატს და გემოს. მა პროდუქტი შიძლება წლობით ინახებოდეს. ასეთი თევზისგან იაპონელები ამზადებენ წვნიანს , უმატებენ სანელებლებს და მიირთმევენ ბრინჯთან ერთად.
იაკიტორი – (yakitori) – იგივე შემწვარი ქათმის ხორცი. ხორცს ჭრიან საშუალო ნაჭრებად. დებენ ტკბილ და ცხარე მარინადში აჩერებენ 24 საათს, შემდეგ გამზადებულ ხორცს აგებენ ხის პატარა შამფურებზე და წვავენ საკურას ნაკვერჩხალზე. იაკიტორის ოდნავ მოტკბო გემო დასდევს.
ფუგუ – (Fugu) – მზადდება მომცრო ზომის თევზისაგან (მუცელნემსა) რომელიც დაჭერის დროს იბერება და მრგვალდება. მას ჭამენ უმსაც და შემწვარსაც. ფუგუ მხოლოდ განსაკუთრებული ლიცენზიის მქონე გამოცდილმა მზარეულმა უნდა მოამზადოს, რადგან თევზის შიგნეული ძლიერ შხამს შეიცავს.
ტემპურა – (Tempura) – შედგება ძირითადად კრევეტებისგან, რომლებსაც ავლებენ საგანგებოდ გაკეთებულ ცომში და წვავენ მცენარეულ ზეთში. კრევეტების ნაცვლად შესაძლებელია იყოს , მომცრო ზომის თევზები ან ბოსტნეული.
საშიმი – (Sashimi) – მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან , მაგრამ იყენებენ აგრეთვე თინუსს და მუცელნემსასაც. იგი გაკეთებულია განსაკუთრებული წესით დამატებული აქვს ცოტაოდენი ზღვის მარილი და ამოვლებულია სოიოს საწებელში, ხანდახან პირშუშხასაც უმატებენ. სუფრაზე მიტანის წინ ჭრიან მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად.
ვასაბი – (wasabi) ვასაბი მცენარე რომელიც ყვავის მხოლოდ იაპონიის მთებში , მზადდება როგორც ცხარე საწებელი პასტა , აქვს მდოგვისებური გემო და არის მწვანე შეფერილობის. გამოიყენება ფართოდ იაპონურ სამზარეულოში როგორც სანელებელი.
ჩაის ცერემონიალი
იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის. ისტორიულად ჩაის ცერემონიალს ჩინეთში ჩაეყარა საფუძველი. მრავალი წყაროს თანახმად იგი შემოიღო ლაო -ძიმ. გადმოცემის თანახმად სწორედ მან შექმნა რიტუალი ჩაის სმა ,,ოქროს ელექსირის” ფიალით. სამწუხაროდ მონღოლთა
შემოსევის შემდეგ ჩინეთში ეს რიტუალი გადაშენდა. იაპონელებმა კი , რომლებმაც წარმატებით აიცილეს მონღოლთა შემოსევა , განაგრძეს ჩაის სმის ხელოვნების კულტივირება , უმატებდნენ რა მას განსაკუთრებულ მანიპილაციებს. ჩაის ცერემონიალი ძველთაგანვე აუცილებელი ატრიბუტი იყო იაპონელი ფილოსოფოსებისა და მხატვრების შეკრებაზე. ჩაის სმის დროს წარმოთქვამდნენ ბრძნულ სიტყვებს , კითხულობდნენ ლექსებს , ათვალიერებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. ამასთან ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის გულმოდგინედ არჩევდნენ ყვავილთა თაიგულებს და ჩაის დასაყენებელ ჭურჭელს. ასეთმა პროცედურამ თანდათან მოიცვა საზოგადოების სხვა ფენები. XVI – XVII საუკუნეებში იგი პოპულარული გახდა არისტოკრატიის , სამურაების წრეებში. ჩაის ცერემონიალი – როგორც ხელოვნება , ჩამოყალიბდა ყოველდღიური საზრუნავისგან დასვენების ერთგვარ სისტემად. მეტნაკლებად კლასიკური ფორმით იგი ჩაის სახლებში სრულდებოდა. პირველი ასეთი სახლი აშენდა 1473 წელს. ჩაის სახლები პატარა ღარიბულ ქოხებს გავდა. , რომლებიც
მეტისმეტად უბრალონი იყვნენ , როგორც გარეგნულად ისე შიგა მოწყობილობით. კლასიკური ჩაის სახლის ინტერიერის მოწყობილობა მთლიანად ეთანხმება ესთეთიკურ კანონებს და ეროვნულ ხასიათს იაპონელებისა , რომლებიც ისწრაფვიან სულიერი ჰარმონიისაკენ. ასეთი განწყობა იწყება ჩაის სახლში მისასვლელთანვე. ჩაის სახლს აკრავს პატარა ბაღი , რომელმაც ჩაის ოსტატთა აზრით , პიროვნებაში უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული განწყობა , რომლის გარეშე ცერემონიას აზრი არ ექნება. სახლამდე მიმავალი ბილიკი მსხვილი ქვებით არის მოპირკეთებული. მასზე შედგომა მედიტაციის პირველი სტადიის დასაწყისს ნიშნავს. ბილიკზე მიმავალს უკვე მედიტაციის მეორე სტადუია იღვიძებს , ამას ხელს უწყობს ძველი ფარანი , რომელიც დღე და ღამე სუსტად ანათებს ბილიკს , აგრეთვე ქვის ჭა , სადაც შეგიძლია ხელის დაბანა და წყლის დალევა. დაბალი , 90 სმ სიმაღლის კარი , რომლის ზღურბლზე მუხლს იდრეკენ. შესვლისას სტუმრები წელში იხრებიან და იაპონურად ჯდებიან ჭილოფზე. ოთახში დგას პატარა მაგიდა და დასაჯდომი ბალიშები. სახლის კედლებზე კიდია გრაგნილები ფილოსოფიური გამონათქვამებით. იგი დაწერილია ძენ -ბუდისტური სტილით და ისეთი კალიგრაფიით , რომ ძალიან ცოტას თუ შეუძლია გაარკვიოს და გაიგოს აზრი. შესახვედრად გამოდის მასპინძელი და თავის მხრივ მდაბლად უკრავს თავს სტუმრებს. ისმის წყლის დუღილის მელოდიური ხმა.
იწყება მედიტაციის მესამე ეტაპი. გარკვეულ განწყობილებას იწვევს თვით ჭურჭელიც , რაც საოცრად უბრალოა : ფინჯნები , სპილენძის ჩაიდანი , ბამბუკის მოსარევი , ჩაის შესანახი კოლოფი და სხვა. ყველაფერი უზადოდ კეთდება ჩაის დაყენება ხდება შემდეგნაირად , იყენებენ განსაკუთრებულ მწვანე , დაფშვნილ ჩაის. ჩაისთვის წყალს ადუღებენ საკურას ნახშირზე. ნაყენს თქვეფენ ფინჯანში ბამბუკის ფუნჯით და ღებულობენ საკმაოდ სქელ ქაფიან სითხეს. ოფიციალურ ჩაის სმას წინ უსწრებს სხვადასხვანაირი საჭმლით გამასპინძლება. სტუმრებს მიართმევენ წვნიანს, ბრინჯს , თევზს , სანელებლიან კარტოფილს და სხვა. ცერემონია იწყება მაგარი ჩაით. მასპინძელი მოხერხებულად დაალაგებს ფინჯნებს და იწყებს ცერემონიას. ჯერ ყველა სტუმრისათვის მოამზადებს ჩაის დიდ ფინჯანში , საიდანაც ისინი მორიგეობით სვამენ. ეს ტრადიცია ბადებს ერთმანეთთან სიახლოვის განცდას. რიტუალი მკაცრად განსაზღვრულია : პირველი სტუმარი იღებს აბრეშუმის თავსაფარს ან ნაჭერს , იფენს მარცხენა ხელისგულზე , მარჯვენათი მასზე დგამს ფინჯანს, თავს უკრავს მეზობელს – და მოსვამს სამნახევარ ყლუპს , შემდეგ თავისი ქაღალდის ხელსახოცით წმენდს ფინჯანის პირს და აწვდის
მეორე სტუმარს. ყველა იმეორებს აღნიშნულ პროცედურას. მაგარი ჩაის შემდეგ , სუსტ ჩაის სვამენ , შემოაქვთ ბალიშები და ლანგრით ნამცხვრები. სუსტი ჩაი მზადდება ყველასთვის , ჩამოარიგებენ ფინჯნებს და სვამენ , რამდენიც მოესურვებათ. ამით ჩაის სმის ცერემონიალი სრულდება … იაპონელებს მიაჩნიათ რომ ჩაის ცერემონიალი ადამიანში აყალიბებს უბრალოების , ბუნებრიობის , სისუფთავის მოთხოვნილებებს ; სამწუხაროდ იაპონიის დღევნდელ რეალობაში ასეთი თაყვანისცემა ხშირად შეუძლებელია. ცხოვრების სწრაფი დინება , ყოველდღიური რეალობა ბოჭავს და ნთქავს ადამიანებს და იაპონელებსაც თითქოს აღარ სცალია ტრადიციებისთვის. მაგრამ ჩაის ცერემონიალს ეს არ ეხება , იგი მჭიდროდ არის ჩაწნული იაპონიის ყოფა ცხოვრებაში.
სუში
ძალიან ბევრისათვის ამომავალი მზის ქვეყანა სუშისა და საკესთან ასოცირდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტრადიციული იაპონური სამზარეულო მათ გარეშე წარმოუდგენელია. სუშის სულ რაღაც 100 წლის ისტორია აქვს. მის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ითვლება. იაპონელებმა კი ამ კერძის მომზადების მეთოდი თევზის დიდი ხნით შენახვის მიზნით გადმიიღეს. გასუფთავებულ უმ თევზს ფენა-ფენა მარილს აყრიდნენ და დაწნეხის მიზნით ზემოდან მძიმე ქვას ადებდნენ. რამოდენიმე კვირის შემდეგ თევზს ქვას მოაშორებდნენ და ჩვეულებრივ ხუფს ახურავდნენ. რამდენიმე თვეში თევზი მზად ითვლებოდა. იაპონიაში სუში ბუტერბროდის როლში გამოდის. სუში არის მადჟავებული ბრინჯის გუნდა უმი თევზის ნაჭრით. ბრინჯს ურევენ სპეცილაურად მომზადებულ ბოსტნეულს და ხანდახან ახვევენ ზღვის წყალმცენარის ფოთოლში. ტოკიოში კიდევ შემორჩა რესტორნები, სადაც გურმანებს ძველი მეთოდით მადზადებული სუშით უმასპინძლდებიან. მე-19 საუკუნის ბოლოს, პროგრესულად მოაზროვნე შეფმზარეულს, სახელად იოჰეის თვეების განმავლობაში შენახული თევზის მკვეთრი სუნი მობეზრდა და კლიენტებს უმი თევზი შესთავაზა. ასე რომ მყრალი თევზის ალტერნატივა მალე გახდა პოპულარული.
სუში ყველა დღესასწაულის, იუბილესა და დაბადების დღის აუცილებელი კერძია. ყველაზე პოპულარული ნიგირი სუშია – ბრინჯის მომრგვალებულ ბურთულებს ზემოდან უმი თევზისა და ვასაბის (იაპონური მცენარე, რომელსაც იყენებენ სანელებლად) პატარა ნაჭერს ადებენ. ეს მეთოდი სუშის მომზადების ყველაზე იოლი გზაა და ამავე დროს ძალიან გემრიელია.
ბრინჯი
იაპონიაში ყველაზე გავრცელებული და მთავარი საკვები ბრინჯია. მსოფლიოში ცნობილია ბრინჯის 700 მდე სახეობა. აქედან იაპონიაში 44 ჯიში მოჰყავთ, საიდანაც ერთს – მოტი გომეს ანიჭებენ უპირატესობას.
ბრინჯის სამშობლოა ინდოჩინეთი . აქედან გავრცელდა ჩინეთში , იაპონიაში, წინა აზიასა და ირან – ერაყის ტერიტორიაზე. იაპონელები დღეში ორჯერ – სამჯერ ჭამენ ბრინჯს, უამისოდ ერთ დღესაც ვერ ძლებენ. ბრინჯს მიირთმევენ სხვადასხვა სანელებლებით, თუმცა უამისოდაც გეახლებიან. სწამთ , რომ ბრინჯი ჯანმრთელობას უნარჩუნებთ. მართლაც, იაპონიაში უფრო იშვიათია გულსისძარღვთა დაავადებანი, ვიდრე დასავლეთ ქვეყნებში. აღსანიშნავია ბრინჯის მირთმევა იაპონური ჩხირებით , რაც ასე ოსტატურად ახერხებენ იაპონელები.
ბრძოლის ხელოვნება
სამურაი
სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. ისინი მოდიოდნენ გლეხობიდან და მოსამსახურეთაგან. თავიდან საკმაოდ გაუთლელი ხალხი იყო, მათ მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხოვებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში , როდესაც საომარი საქმე პროფესიად გადაიქცა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ისინი სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურებას მოითხოვდნენ , შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა, მათი ყურადღება მიიქცია ბუდიზმის ისეთ განშტეობა როგორიც არის - ძენი. სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა. არ უნდა გამოემჟღავნებინა შინაგანი განცდები , რაც არ უნდა მოუვიდეს სიკვდილთან გულგრილობის გრძნობა. ბუშიდოს კანონები თავმოყრილია წიგნში ”ჰაკაგურე” რომელიც 11 ნაწილად იყოფა. სამურაის პიროვნება იაპონიაში მიმბაძველობის მაგალითი იყო , რიგით იაპონელში. აღსანიშნავია , რომ სამურაები თავიანთ მემკვიდრეს ბავშვობიდან ზრდიდნენ მეომრად. ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და ბუშიდოს წესებს.
მე-19 საუკუნეში იაპონია უახლოვდებოდა დასავლეთის ცივილიზირებულ სამყაროს და გარკვეულწილად ინერგებოდა პროგრესულ -რეფორმისტიული აზრი. ქვეყანა თავისთავად ორ უკიდურესობაში მოჰყვა დასავლური გავლენა უდიდესი იყო , შედეგმაც არ დააყოვნა და იაპონიაში გატარდა - მეიჯის რეფორმები. რაც ცუდი გავლენა მოახდიან სამურაების მდგომარეობაზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პოულობდა თავის ადგილს შექმნილ საზოგადოებრივ წყობაში , მათი მთავარი მიზანი გახდა ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნონ ისტორიული წარსულის პრივილიგირებული მდგომარეობა. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ , რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში. მთავარი მიზეზი სამურაების უკმაყოფილების აღმოჩნდა სამხედრო რეფორმა – საყოველთაო სამხედრო მოვალეობის შემოღების შესახებ , რომელმაც აუკრძალა სამურაებს მონოპოლია იარაღის ტარებაზე და მათი ისტორიული პრივილიგირებული ყოფნა საზოგადოებაში.
სამურაების უკმაყოფილება გამოიწვია ასევე მთავრობის მიერ შემოღებულმა რამდენიმე წლის ერთდროულმა პენსიამ. ოფიციალურად ეს ითვალისწინებდა სამურაებისთვის ფინანსურ დახმარებას , რათა მათ შეძლებოდათ მეწარმეობის ან სავაჭრო -საბანკო საქმის წამოწყება. თუმცა სამურაების ძირითადი ნაწილს იმის გამო , რომ ტრადიციების თანახმად მხოლოდ სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი არ გააჩნდათ არც უნარი და არც ცოდნა, რომ დაეწყოთ შრომითი საქმიანობა. ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი (იხილეთ კ/ფ ”უკანასკნელი სამურაი) სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა , რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ , სამურაების ჯარი დამარცხდა. მთავრობისთვის სამურაების დამარცხება გახდა მაგალითი იმისა , რომ სახელმწიფო ვითარდება სწორი ტემპით და საჭიროა აღებული რეფორმების გაღრმავება.
კატანა - სამურაის ხმალი
კატანა იაპონიაში საკმაოდ ძვირი ნივთი და ერთ – ერთ საშიშ ცივ იარაღად ითვლება , ამიტომ მის შეძენის უფლება სპეციალური ლიცენზიის მოპოვების შემდეგ არის შესაძლებელი , რათქმაუნდა ეს ეხება ნამდვილ სამურაის ხმალს და არა გაყალბებულ სუვენირებს .
კატანის ისტორია დაახლოებით XII-XIII საუკუნიდან მოდის და მათი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სამურაები , დამზადების მეთოდი უძველესია და დღემდე ამავე წესით ამზადებენ . კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან , გადის სხვადახვა გამოწრთობის საფეხურებს , იძენს ბასრ პირს და ოდნავ რკალისებურ ფორმას , რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიტკიცეს.
ძველი წყაროების თანახმად სამურაები კატანის გამოცდას იაპონიის დაბალი ფენის მოსახლეობაზე ატარებდნენ , ხმალი შემდგარი და დარსულებული მაშინ იქნებოდა თუ კი ერთი მოქნევით ადამიანს შუაზე გააპობდა. დღესდღეობით სპეციალურ კატანის სკოლებში მიმდინარეობს ხმლის დამზადება და გამოცდა , ოღონდ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე.
კატანის გარდა იაპონიაში არსებობს მომცრო ზომის ხმალი wakizashi და სულ პატარა ხმალი tanto , რომლიც ამავე პრინციპით მზადდება და იგივე თვისებები აქვს რაც კატანას . ვაკიზაში კატანის რეზერვად ითვლება მას გამოიყენებდნენ სამურაები ბრძოლების დროს ის ბევრად უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია , ხოლო ტანტო უფრო მეტად რიტუალური თვითმკვლელობების დროს გამოიყენებოდა.
კატანის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ ოსტატს ანდობენ , იაპონიაში არსებობს სპეციალური სკოლები სადაც მის გაკეთებას და მოხმარებას ასწავლიან. ხმალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა , ამიტომ იაპონიაში უამრავი გაყალბებული იაფფასიანი ხმალი მზადდება და საზღვრებს გარეთ გააქვთ.
თვალსაჩინოებისთვის კატანას უამრავი დოკუმენტური ვიდეო დევს ინტერნეტ სივრცეში , ჩემი რჩევით ყველაზე კარგი მაგალითი ფილმი Kill Bill – ია სადაც მართლა სასწაულებს აკეთებენ ამ იაპონური ხმლით.
ორიგამი- ქაღალდის ხელოვნება
ორიგამი ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება.
ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან ხელით მზადდებოდა , ამიტომ ის გამოიყენებოდა განსაკურთებულ ვითარებაში , უფრო მეტად რელიგიურ დღეებში . ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად აკავშირებდნენ ღმერთებთან, მაგალითად ერთ ერთი რიტუალით ქაღალდისგან აკეთებდნენ პატარა კოლოფს (სანბო), რომელშიც დებდნენ თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს , ამ კოლოფით იაპონელები შინტოისტურ ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა იაპონელებში ქაღალდის ფიგურების და რელიგიის მისტიური კავშირი. რასაც მოჰყვა ისეთი უნიკალური და სფეციფიკური ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიც არის – ორიგამი.
კამაკურის პერიოდიდან (1185 – 1333 წ.წ.) ქაღალდის ნაკეთობები ადგილს იკავებს უკვე საიმპერატორო კარზე და არისტოკრატულ საზოგადოებაშიც. ორგიამის გაკეთება სავალდებულო ჟესტად ითვლებოდა, და ის ვინც კარგად დაეუფლებოდა ამ ხელოვნებას მიიჩნეოდა უაღრესად განათლებულ და დახვეწილ მანერების მქონე პიროვნებად. ორიგამის ფიგურებს იყენებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობით. მაგალითად წერდნენ წერილს და შემდეგ ამ წერილით აკეთებდნენ სხვადასხვა ფიგურებს, მაგალითად : პეპელას , ჩიტის და ყვავილის ფორმა მეგობრობის და სიყვარულის ჟესტს ნიშნავდა. ამით მათ უადვილდებოდათ გრძნობების გამოხატვა.
მომოიამას (1573 – 1603 წ.წ.) და ედოს (603 – 1867 гг.) პერიოდიდან ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება . მის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა, იქმნება მრავალი სკოლები , სადაც ასწავლიან ორიგამის გაკეთებას, ყველაზე პოპულარული ფიგურა იაპონური “წერო” (Tsuru) ორიგამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. იგი ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა. იაპონელები ამბობენ , რომ თუ გააკეთებ 100 ცალ Tsuru ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ ის აუცილებლად ასრულდება. იგი კეთდება ერთი მთლიანი ოთხკუთხედი ქაღალდისგან არავითარ შემთხვევაში დაჭრილი ქარალდისგან , სწორედ ამასშია მისი ორიგინალურობა. აქვე დავდებ ვიდეო ტუტორიალს Tsuru ორიგამის. იმედია ყველა ვისწავლით
XX – საუკუნეში ორიგამით დაინტერესება ქვეყნის გარეთაც ხდება , დიდი ბრიტანეთში , ჰოლანდიაში , საფრანგეთში იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები , სკოლები , დაწესებულებები და კავშირები. ორიგამის ხელოვნება იმდენად რთული და შრომატევადი ხელოვნებაა , რომ მის სასწავლებლად არსებობს სპეციალური კურსები რათა სრულყოფილად დაეუფლო ამ საქმეს. იაპონიაში დაწესებულია აგრეთვე ორიგამის დღესასწაული. ამ დღეს ყველა იაპონელი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურების გაკეთებაში.
ჩაცმის ხელოვნება- კიმონო
კიმონო - იაპონური ეროვნული სამოსი ხალათის სტილში რომელიც იკვრება სპეციალური ქამრით. მას იცვამენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები , დღესასწაულებზე და შირშესანიშნავ დღეებში.
ტრადიციულ სამოსს თან ახლავს 20 აქსესუარი (ელემენტი) რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს . კიმონოს ჩაცმას დაახლოებით 3 ადამიანი უნდება , არსებობს სპეციალური ლიცენზირებული სამსახური კიმონოს კოსტუმერები რომლებსაც ქირაობენ , ღირშესანიშნავ დღეებში რათა სრულყოფიალდ ჩაიცვან იაპონური კიმონო. იაპონელები არ უარყოფენ , რომ კიმონო ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტულია. იაპონელი ქალები დღესდღეობით კიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით , არ იკეთებენ ყველა ელემენტს და აქსესუარს. მხოლოდ ქორწილებში და ოფიციალურ მიღებებზე აუცილებელია სრულყოფილი კიმონოს ჩაცმა. იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თუ რა არის გამოსახული კიმონოზე , ამით ისინი მეტ ყურადღებას იმსახურებენ გარშემომყოფებისგან. ძალიან პოპულარულია ის კიმონო რომელზეც გამოსახულია წლის სეზონები . აუცილებლად ნახატი თან უნდა ემთხვეოდეს წლის სეზონს . მაგალითად იაპონელი ქალი არასოდეს ჩაიცვამს კიმონოს თუ ზედ გამოსახულია ზამთარი და ბამბუკის ხეები და ამ დროს ზაფხულია. არსებობს სხვადასხვა სახის კიმონოები, გავეცნოთ რამოდენიმეს :
Irotomesode – ეს ერთფეროვანი სადა კიმონოა. რომელზეც გამოსახულება თუ ნაქარგი ტანის დაბლაა. ამ კიმონოს იცვამენ როგორც წესი გათხოვილი ქალები , ქორწილებში ახალდაქორწინებულის ახლობლები.
Furisode – ამ კიმონოს იცვამენ გასათხოვარი ქალები , მაგალითად სკოლის გამოსაშვებ ცერემონიალზე , ქორწილებში . ასეთი კიმონო უფრო ლამაზია და გაფორმებულია ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით.
Homongi – ამ კიმონოს იცვამენ ოფიციალურ მიღებებზე და ვიზიტებზე . იღებენ საპატიო სტუმრებს ან პირიქით ეწვიო სტუმრად . ამ კიმონოს ხშირად უწოდებენ «ჩასაცმელი ვიზიტებისთვის» . ორნამენტები მკვეთრ ფერებში , რომელიც თანდათან დაბლა ჩადის . ამ კიმონოს ჩაცმა შეუძლია ყველა ქალბატონს , მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა.
Komon –უნივერსალური კიმონო , რომელიც შეუძლია ჩაიცვას ნებისმიერმა ქალმა , ნებისმიერ დროს . ეს შეიძლება იყოს ქალაქში გასეირნება , რესტორანში წასვლა მამაკაცთან ერთად , აგრეთვე ქორწილებში და ოფიციალურ მიღებებზე. Komon – ს სტილის კიმონო მოხატულია წვრილი ორნამენტებით და შორიდან იქმნება ერთი მთლიანი კომპოზიცია . სწორედ ეს ქმინის კიმონოს შარმს და ბრწყინვალებას.
დამატებითი აქსესუარები:
იმისათვის , რომ კიმონოში ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და სრულყოფილად ამისათვის კიმონოსთან ერთად იცვამენ
სხვადასხვა ტანსაცმელს თუ იკეთებენ სხვადასხვა აქსესუარებს. კიმონოს შიგნით იცვამენ პერანგს და ქვედაბოლოს . მთავარი კიმონოს დეტალი რასაკვირველია არის იაპონური ფეხსაცმელი - გეტა – რომლიც კეთდება ხის მასალისგან , მასზე ებმება ორი ტყავის ზონარი , რომელზეც ფეხის თითები თავსდება. ქუსლის ზომა უნდა იყოს 10 სანტიმეტრამდე. უცხოელებისთვის გეტაზე დადგომა არც თუ ისე უსაფრთხოა რაც არუნდა საოცარი იყოს , იაპონელები გეტათი აქტიურად გადაადგილდებიან და მშვენივრად ხმარობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ხოლო ძველად მეომრებს გეტა ეცვათ და ომობდნენ კიდეც. გეტასთან ერთად ნამდვილ კიმონოს ქალს უნდა ეკეთოს იაპონური ულამაზესი თმის ვარცხნილობა , რომელზეც ცალკე აქსესუარები და ელემენტები მაგრდება. ასევე სახის მაკიაჟი იაპონურ სტილში. აღსანიშნავია , რომ იაოპონელები კიმონოს მხოლოდ დღესასქწაულებზე და ოფიციალურ დღეებში იცვამენ , საერთოდ კიმონოს ჩაცმა არ შეუძლია ყველას , რადგან ეს ეროვნული ტანსაცმელი თავისი აქსესუარებით საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა.
ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციული ეროვნული სამოსი , იაპონიაც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში.

Tuesday, March 29, 2011
იაპონური ფერწერა
აღიარებულია, რომ იაონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე , კერძოდ ჩინურ , კორეულ და სუფთა იაპონურ სტილზე. მე-14 საუკუნეში ედოს ეპოქაში იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები – ტოსა და რიმპა , სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა – ემაკიმონო , მარუიამა , ნამბანი , უკიოე , იტოო და ა.შ.
უკიოე (ukiyoe art)- მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად . მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა : ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება . ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) . უკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები : ლამაზი ქალები , ცნობილი გეიშები და კურტიზანები , კაბუკის თეატრის მსახიობები და სხვა. მხატვრობის სტილი განსაკუთრებულია ,წყლის საღებავით შესრულება და დახვეწილი ფერები . უკიოეს სტილში დახატული სურათები პირველად გამოჩნდნენ კიოტოს სავაჭრო დახლებზე , თავდაპირველად ეს იყო არა გრავიურა არამედ ფერწერით შესრულებული ანონიმური და მონოქრომიული (ერთ გამოსახულებიანი) ნამუშევრები. მარტივი კომპოზიციით და ხელმისაწვდომი . ამიტომ იპყრობდა მყიდველის ყურადღბას. ამ სურათებს ეწოდებოდა სიკომე ანუ ”სწრაფად დამზადებული’’ . სუართების მთავარი თემა გახლდათ ე.წ აბანოს გოგონების , კურტიზანების , გეიშების გამოსახულებები.
ამ სტილში რევულუციური გარდაქმნა გამოიწვია მხატვარ – სუძუკი ჰარუნობუ / Suzuki Harunobu (1725 -1770) -ს ნამუშევრებმა , რომელმაც 1764 წელს პირველად გამოიყენა ამ სტილში ფერადი ბეჭდვა. (ნისიკიე) 1770 წელს ახალი აღმავლობა განიცადა სტილმა იაკუსა ანუ ახლა უკვე შეიძლებოდა ამოგეცნო ტანსაცმლის და რეგალიების მეშვეობით გამოსახული პიროვნება.
უკიოე -ს ოქროს ხანად ითვლება მე-18 -19 საუკუნის წლები როდესაც იქმნებოდა ისეთი გიგანტი მხატვრების ნამუშევრები , როგორებიც იყვნენ : ტორი კიონაგა / Torii Kiyonaga (1752-1815) , კიტაგავა უტამარო / kitagawa utamaro (1753-1806) , ტოსუსაი სარაკუ / Toshusai Sharaku (1770 -1825) , ტიობუნსაი ეიში (1756-1815) , კუბო სიუნმანი / Kubo Shunman (1757-1820) , კაცუკავა სუიტე , კაცუშიკა ჰოკუსაი / Katsushika Hokusai (1760-1849) და ა.შ. შემდგომში პეიზაჟი ხდება ამ სტილის გამოსახულების საყვარელი თემა. ამ სტილში განუმეორებელი იყო და დღემდე რჩება კაცუშიკა ჰოკუსაი , რომელმაც შემდგომში მსოფლიოს აჩუქა მანგას სურათები. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი კრებული ”ფუჯისანი -ს 36 სახე” და ყველაზე ცნობილი იაპონური ნახატი ”კანაგავას დიდი ტალღები /The Great Wave Off Kanagawa ”. როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ეს ჟანრი იაპონიაში დაბალი დონის ჟანრად ითვლებოდა , რის გამოც ამ ციკლის უამრავი ნამუშევრები უბრალოდ დაკარგულია . საინტერეო ფაქტია , რომ იაპონელები ამ ჟანრით დაინტერესდნენ მას შემდეგ რაც უცხოელებმა დაიწყეს ნამუშევრების ყიდვა და მისი შეგროვება.
დღესდღეობით თამნამედროვე იაპონიური ფერწერა იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: ტრადიციული – ნიჰონგა და დასავლური- იოგა. ნიჰონგააას მხატვრები ძირითადად წყლის საღებავებით და ტუშით ხატავენ აბრეშუმსა და ქაღალდზე, იოგასი კი ზეთის საღებავებით – ტილოზე. არის , აგრეთევ შორეული მიმდინარეობები , რომელშიც შერწყმულია ეროვნული და ნასესხები ფერწერული თავისებურებები.
იაპონია
იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[1]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“ [2].
იაპონია 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[3]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97%–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი ვულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[2].
არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანი იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში სახლობდა. იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[2].
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკურ ძალას[4], იაპონიას მსოფლიოში სიდიდთ მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ რვიანში და გაეროს უშიშროები საბჭოს არამუდმივი წევრი[2]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრებისი მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[5].

Subscribe to:
Posts (Atom)